- ემპათია
- ტერმინს დიდი ადგილი უკავია ჰუმანისტურ ფსიქოლოგიასა და ფსიქოთერაპიაში. ჰუმანისტი ფსიქოთერაპევტები თავიანთ მეთოდს კლიენტზე ცენტრირებულ თერაპიას უწოდებენ (შემთხვევითი არაა, რომ ,,მოსწავლეზე ცენტრირებული სწავლების“ ტერმინია დღეს გავრცელებული პედაგოგიკაში). ისინი ცდილობენ კრიზისში მყოფ პიროვნებას დაეხმარონ ემპათიის საშუალებით. ისინი არამარტო თვით გამოხატავენ ემპათიას, არამედ ცდილობენ ადამიანი მოაქციონ ემპათიურ გარემოში - იქმნება ფსიქოლოგიური ტრენინგის ჯგუფები, რომლის წევრებსაც სწავლობენ და ახორციელებენ ემპათიით ურთიერთობას, ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ - მსჯელობენ ერთმანეთის პრობლემებზე. ემპათიის, თამაშის და ანალიზის კომპონენტების შემცველი ამგვარი ჯგუფები შედეგიანი აღმოჩნდა არამარტო ნევროზების მოსახსნელად, არამედ პროფესიული ტრენინგებისთვისაც - მაგალითად, მომავალი მენეჯერები ასეთ პირობებში კარგად ითვისებენ კომუნიკაციის და მართვის ჩვევებს. ამ ფსიქოლოგიურმა პრაქტიკამ გავლენა მოახდინა მოსწავლეზე ცენტრირებული პედაგოგიკის ჩამოყალიბებაზე.Source: საყვარელიძე რამაზ. ინტერაქტიური სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლები, - [რეცენზენტი: ნათელა იმედაძე ლიტერატურული რედაქტორი: მარიამ მიქაშავიძე],- გამომცემლობა შ.პ.ს. ,,სიესტა“ თბ.,- 2004
Georgian encyclopedia. 2013.